შპს „ჯიბიჯი“ აქტიურად უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა თითოეული თანამშრომლისთვის.
ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მოიცავს
ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია
„ჯიბიჯი“-ს გარემოსდაცვითი პოლიტიკა მოიცავს
ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა
შპს „ჯიბიჯი“-სთვის თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმაღლესი პრიორიტეტია. აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულზე, დასაქმებულებზე, კონტრაქტორებზე და სხვა დაკავშირებულ მხარეებზე
კომპანია მკაცრად იცავს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს შრომის უსაფრთხოების სფეროში.
ყველა მენეჯერი და თანამშრომელი პასუხისმგებელია შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე. კომპანია უზრუნველყოფს მათ სრულ ინფორმირებასა და საჭირო ტრენინგებს.
კომპანია ახორციელებს პროფესიული რისკების იდენტიფიცირებას, მონიტორინგს და შემცირებას, რათა თავიდან აიცილოს ფიზიკური დაზიანებები, პროფესიული დაავადებები და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.
შრომის უსაფრთხოების სისტემა რეგულარულად გადაიხედება და ვითარდება ინციდენტების და საფრთხეების ანალიზის საფუძველზე.
დასაქმებულებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შესაბამისი წინადადებების გაზიარებით და დააფიქსირონ შესაძლო საფრთხეები. კომპანია ხელს უწყობს უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებას.
კომპანიას გააჩნია საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები, რომლებიც რეგულარულად განახლდება და მოწმდება პრაქტიკაში.
შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის.
ყველა კონტრაქტორი და პარტნიორი ვალდებულია დაიცვას შპს „ჯიბიჯი“-ს შრომის უსაფრთხოების სტანდარტები.
© 2025 - GBG ყველა უფლება დაცულია